14:21 | 2021-07-01 ავტორი: Prime Time

გახარია: ვგავარ წამებულს? – ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, სუს-ის თვალთვალით ვერ შეგვაშინებენ

გახარია: ვგავარ წამებულს? – ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, სუს-ის თვალთვალით ვერ შეგვაშინებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი პარტიული ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ ის წამებულს არ ჰგავს და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნაბიჯები ვერ შეაშინებს.

 

“მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს?

ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები, თავისი პარტიის წევრები, დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ბათუმში გახარიას პარტია ოფისიდან გააგდეს.
ავტორი: Prime Time

X