14:51 | 2021-07-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პრემიერის ბრძანება ამოქმედდა – რამდენით გაეზრდებათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 

პრემიერის ბრძანება ამოქმედდა – რამდენით გაეზრდებათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

 

უწყების ცნობით, გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X