20:54 | 2021-07-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ბიუჯეტს – თორნიკე რიჟვაძე

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ბიუჯეტს – თორნიკე რიჟვაძე

ამ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ხალხის ოპოზიცია, შეიძლება ითქვას დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი თავისი პარამეტრით არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიულ მაქსიმუმზეა. ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ ბიუჯეტის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს.

 

„რამდენჯერმე მოვისმინე, რომ თითქოს ეს გახლავთ ყველაზე კორუმპირებული ბიუიჯეტი და ამავდროულად, მიზანმიმართულად, ბოლო დღეების განმავლობაში მიდის საპრივატიზაციო პროცესის დისკრედიტაცია. ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამავე დროს, ვართ მართლები.

 

ამიტომ, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ბიუჯეტს. პირველ რიგში „ნაცმოძრაობას“ მინდა ვუთხრა, რომ ის საარჩევნო ბიუჯეტი, ის კონკრეტული პარამეტრები არის პირველ რიგში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ბიუჯეტი და ამავე დროს, არის მართლაც გამარჯვების ბიუჯეტი. ვერანაირი მიზეზით ისინი ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც აუცილებლად ჩვენ ვპირდებით ძალიან მალე და ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში ვგეგმავთ პირველივე ტურებში გამარჯვებას 70% ზე მეტი მაჩვენებლით. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა.

 

რაც შეეხება კორუფციას, ბუნებრივია, ამაზე საერთოდ რა შეიძლება ვილაპარაკოთ. უკაცრავად, თუ ჩვენ მათი ლიდერების მსგავსად საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე და ბიზნესებზე ე.წ. არ ვყიდდით 1 ლარად, მათ შორის წინაპრების საფლავსაც და შემდეგ უკვე თურქეთში და სხვა ქვეყნებში ატკატებს არ ვიღებდით. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენ ჩვენი კეთილსინდისიერება არ გვაძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X