15:12 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთ? – ლაშა ბუღაძე რიონის მცველებს პასუხობს

ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთ? – ლაშა ბუღაძე რიონის მცველებს პასუხობს

აბა, ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთო?,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე  „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას.

 

„ეჰ, „არ გათეთრდების ყორანი…” აბა, ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთო? ამ განცხადების მერე ეროვნულ ჩუნგა-ჩანგებში ეძიონ მხარდამჭერები… ძალიან სამწუხაროა,“ – წერს ლაშა ბუღაძე.

 

დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დაწერეს, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას!“

 

„თითქმის 250-დღიანი პროტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთანდაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში“.

ავტორი: Prime Time

X