20:17 | 2020-03-30 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სად დაინფიცირდა ორი ახალი პაციენტი

სად დაინფიცირდა ორი ახალი პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო დირექტორის თქმით, კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის, ხოლო მესამესთან დაკავშირებით ის ინფორმაიას არ ფლობს.

 

„დაემატა 3 პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა, 2 ჩვენთანა დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს ვერ მოგახსენებთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ. მისი თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

გარდა ამისა, ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და მათგან 2-ის მდგომარეობა თითქმის კრიტიკულია.

 

„ჩემს ცენტრში 4 პრობლემური პაციენტია. მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ მათ გამოსავალსა და პროგნოზზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

დღეს საღამოს 12 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, მათი პასუხი ხვალ დილით გვექნება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ამათგან 18 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 266.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X