19:05 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

თხოვნით მივმართავ მოსახლეობას!.. – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

თხოვნით მივმართავ მოსახლეობას!.. – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

ორშაბათიდან ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა გადამწყვეტია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წალკის გამგებლის ბიძას, ჟურნალისტზე თავდასხმის გამო, ბრალი წარუდგინეს
2021-07-02წალკის გამგებლის ბიძას, ჟურნალისტზე თავდასხმის გამო, ბრალი წარუდგინეს

 

„ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

 

რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე. ახლა ამ პროცესში, ვაქცინაციის პროცესში არის გადამწყვეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა.

ავტორი: Prime Time

X