23:23 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის დელტა შტამს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის დელტა შტამს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

“მას მეტად ახასიათებს სურდო, წყალისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა – უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას,” – ასე ახასიათებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ოთენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის დელტა შტამს.

 

მისი თქმით, დელტა შტამი გაცილებით სწრაფად გადამდებია.

 

“ბრიტანულ შტამს ჰქონდა 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე სტანდარტულ ჩინურს, ინდურს აქვს 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე ბრიტანულს. ანუ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ხდება ის დომინანტი, მათ შორის ბრიტანეთში, რომელიც ბრიტანული შტამის სამშობლოა, მაგრამ გადაფარა ე.წ. ინდურმა შტამმა. ის იძლევა უფრო მძიმე ფორმებს. ყველაზე სერიოზული კვლევით. ბრიტანული შტამი იძლევა უფრო მძიმე ფორმებს და ეს დადასტურებლად ითვლება, ინდურ შტამზე ჯერ კვლევები არ არის დამთავრებული, მაგრამ უკვე გამოითქვა ძალიან ავტორიტეტულ ექსპერტებისგან, რომ ის იძლევა გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებს. ის კლინიკური ნიშნები, რაც ჩვეულებრივ აქვს კოვიდს, დაწყებული პნევმონიის მოცულობით და ინტენსივობით, გაგრძელებული ჰაერის უკმარისობით და ჟანგბადდამოკიდებულების ხარისხით და ა.შ.“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

ასევე ნახეთ: ავიცრათ იმით რა ვაქცინაც მოგვეპოვება, აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს! – ბიძინა კულუმბეგოვი

ავტორი: Prime Time

X