
„ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ამ ბოლო დროს მე რაღაცნაირად გავხდი აქტივისტი და ლგბტქ თემის მხარდამჭერი თუ დამცველი”, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ „ტვ პირველის” ეთერში „ღირსების მარშის” შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ჩაგვრა იმ მიზეზით, რომ ის მისნაირი არაა დაუშვებელია.
„არ დაგიმალავთ 2013 წლის 17 მაისამდე რადიკალურად სხვა აზრზე ვიყავი. ეს აგრესია, ეს ზღვარგადასული მიუღებლობა, გარდა საპასუხო აგრესიისა იწვევს თანაგრძნობასაც და ეს უნდა გავიაზროთ ყველამ. სულ ვფქირობდი და ვკამათობდი, რომ ვინ ჩაგრავთ, არავინ არ ჩაგრავთ, მქონდა ასეთი სტერეოტიპული აზრები, მაგრამ 17 მაისს, მე თვალნაათლივ დავინახე, რომ ეს ადამიანები მართლაც საშინელ მდგომარეობაში არიან. მათ ჩაგრავს ყველა, ვისაც არ ეზარება: ერი, ბერი, ეკლესია და ა.შ. ვინც არ უნდა იყოს, ერთი ადამიანის მიერ, მეორეს ჩაგვრა წარმოუდგენელია იმ მიზეზით, რომ შენ რადგან ჩემნაირი არ ხარ, მე უნდა გამოგეკიდო ტაბურეტკით, ჯოხით თუ… ეს არ ჯდება არანაირი სამართლიანობის ფორმებში…
„მე არაფერს არ ვამბობს ორიგინალურს და გასაკვირს, მე ვიმეორებ რომ ეს აგრესია არის ერის რეგრესი და ეს არის აუტანელი. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, მე მართლა გავხდი მათი მხარდამჭერი. ნუ გვეშინია, რომ ჩვენს შვილებს რაიმე საფრთხე ემუქრება, არავითარი საფრთხე არავის არ ემუქრება, ეს არ არის არც გადამდები და არც დაავადება“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ საუბრისას მომღერალმა.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის” გამართვას აანონსებენ.
„ღირსების მარშს” ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო და მრევლს 5 ივლისს 17 საათზე ქაშუეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.






















