
მივდიოდით ორივე, რაღაც მომენტში დამეტაკა, ხელი შემომხვია და კაბის ქვეშ შემეხო ფეხებს შორის და გაიქცა, – ამის შესახებ ერთ-ერთი რესპოდენტი, ტელეკომპანია “ფორმულას” უყვება.
მისი თქმით, თბილისში მიწიქვეშა გადასასვლელში მამაკაცი აედევნა და მას ფიზიკურად შეეხო.
“დავინახე რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა მამაკაცი. ჩემზე ოდნავ დაბალი იყო. 1.70-მდე სიმაღლეში, პუტკუნა, შავი თმით. თავიდან არაფერი იყო გასაკვირი, გავიგე ქამრის ხმა, დავაკვირდი, მაგრამ არაფერი. ჩავუარე და უკან როცა იდგა ტელეფონზე ლაპარაკობდა. “აა მეორე მხარეს უნდა ამოვიდეო”? ჩემს გასაგონად თქვა – შემობრუნდა და მე გამომყვა. მივდიოდით ორივე, რაღაც მომენტში დამეტაკა, ხელი შემომხვია და კაბის ქვეშ შემეხო ფეხებს შორის და გაიქცა”, – ამბობს გოგონა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.























