23:52 | 2021-07-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე – ნინო შუბლაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დაზე

ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე – ნინო შუბლაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დაზე

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

ის დასთან ერთად გატარებულ შვებულებებს იხსენებს…

 

“ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე – სოფო ყოველ წელს ჩაგეგმავდა მისებურად, შეგვკრიბავდა და მივდიდოდით “ბოშათა ბანაკი” ხან ეგვიპტეში, ხან თურქეთში და ხან საბერძნეთში.

 

კოვიდი რომ დაიწყო და ვერსად ვეღარ წავედით, შარშან ტაბახმელაში სახლი ვიქირავეთ და მთელი ზაფხული ასე იზოლირებულები გვყავდა ბავშვები და დედა-მამა.

 

დღეს ამოვბარგდით ისევ აქ, იმავე სახლში, სოფომ რომ შეგვირჩია შარშან …

 

ეს ფოტოებიც გასულ უუუბედნიერეს ზაფხულს ანომ გადაუღო სოფოს გამხდარი საკუთარი სილუეტით ტკბებოდა.

 

ჰოდა ასე რაღაცნაირად ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად.” – წერს ნინო შუბლაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X