
საქართველოს კულტურის პალატა სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის ფოტოს აქვეყნებს წარწერით – „რეპეტიციაზე… საქართველო ისტორიული საღამოს მოლოდინში“.
21 ივლისს ნანი ბრეგვაძე 85 წლის ხდება. ქართული სცენის ლეგენდის პირველი საიუბილეო კონცერტი წინანდალში იგეგმება, 26-28 აგვიტოს ბათუმში ორი საღამოა დაგეგმილი. საფინალო კონცერტით, პრიმა არტისტის იუბილე, ფილარმონიის სცენაზე დაგვირგვინდება.
























