
ევროპულმა ქვეყნებმა ათასობით ჩინური ნიღაბი და ტესტი უკან გაიწვია, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა. როგორც Vice-ი წერს, ნიდერნალდებმა საავადმყოფოებიდან გამოიწვიეს 600 ათასი რესპირატორი FFP2-ის დეფექტური ფილტრით.
იმავე პარტიის 700 ათასამდე ნიღაბს კლინიკებში აღარ დაარიგებენ. ამის გამო, ნიდერლანდების საავადმყოფოებს დამცავი ნიღბები აღარ ჰყოფნით, ამიტომაც მათ სტერილიზაციის შემდეგ, ნიღბების მეორედ გამოყენება უწევთ.
ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, უხარისხო ნიღბების პრობლემას „ყველა ქვეყანა“ შეეჯახა. ბელგიაში ჩინეთიდან 3 ათასს ნიღაბზე თქვეს უარი.
მადრიდის დიპლომატიურმა მისიამ განაცხადა, რომ უვარგისი ტესტები კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-მ დაამზადა, რომელსაც არ აქვს ჩინეთის ხელისუფლების მიერ მინიჭებული ლიცენზია.
აღსანიშნავია, რომ იმავე კომპანიისგან ჰქონდა შეთანხმება დადებული საქართველოსაც, თუმცა ამ ეტაპისთვის ტესტები უკან არის გაწვეული.
ამავე თემაზე იხილეთ სტატია:























