08:32 | 2021-07-05 ავტორი: Prime Time

„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი კონტრაქციის გამო, საგანგებო მიმართვას ავრცელებს

„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი კონტრაქციის გამო, საგანგებო მიმართვას ავრცელებს

5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

 

 

„როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

რა მოხდება 18 ივლისს და ვისთვის მოიმატებს კარმული ნეგატიური ენერგია - ასტროლოგის გაფრთხილება
2021-07-05რა მოხდება 18 ივლისს და ვისთვის მოიმატებს კარმული ნეგატიური ენერგია - ასტროლოგის გაფრთხილება

 

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ.

 

გელოდებით ღირსების მარშზე! მანამდე კი გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ივენთში თბილისი პრაიდის მიერ განთავსებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“პრაიდის კვირეული” საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს – პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, “ღირსების მარშის” ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი.

 

“ღირსების მარშის” ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. ამჯერაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X