
„თბილისი პრაიდის“ შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაგდომა“-ს წარმომადგენელი ბექა გაბადაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე ღირსების მარშის მონაწილეებს რამდენიმე რჩევას აძლევს:
„მეგობრებო, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჰომოფობიური ინციდენტები ხდება ბევრად მოშორებითაც მარშის არეალიდან. ამდენად თუ ხვალ და უახლოეს დღეებში შეგემთხვევათ რაიმე და დაგჭირდებათ სოციალური მუშაკის/იურისტის მხარდაჭერა დამიკავშირდით 598377667.
უშუალოდ ღირსების მარშში თუ აპირებთ მონაწილეობას, მისასვლელ გზებზე ინციდენტების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ სიმბოლიკა სანამ არ ჩაცდებით სიძულვილის ჯგუფებს. ასევე ჩემი რჩევაა დატენოთ ტელეფონი, მოინიშნოთ რამდენიმე ორგანიზაციის ნომერი, ასევე შეგიძლიათ 112 ის აპლიკაციის დაყენება. ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი.
ცხელი დღეა ხვალ და თან გქონდეთ წყალი. ეს ზოგადი რეკომენდაციებია 2017 წლის შეკრებიდან. მშვიდობას გისურვებთ ყველას,“ – წერს ბექა გაბაძე.
შეგახსენებთ, დღეს „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















