11:57 | 2021-07-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩვენს მოსახლეობას უმცირესობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს – ირაკლი ღარიბაშვილი 

ჩვენს მოსახლეობას უმცირესობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს – ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს ქვეყანაში პრობლემა არ აქვთ და მოსახლეობა მათ არაფერს ერჩის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 

„როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, სწორედ ეს არის დისკრიმინაცია ამ ადამიანების. ჩვენს მოსახლეობას ამ ადამიანებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ყოველ დღე უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ ნორმალურ რეჟიმში.

 

არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის. თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება არ შეიძლება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ დღევანდელი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ცნობისთვის, დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეა. ღონისძიების პარალელურად საპატრიარქოს წარმომადგენლები და რადიკალური ჯგუფები აქციის ჩატარებას აპირებენ.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X