
პარლამენტთან არეულობაა – მღვდლებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
„თბილისი პრაიდის“წინააღმდეგ შეკრებილები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიაში და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ.






















