
ოპოზიციონერი გიგი უგულავა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფის მიერ აქციის ჩატარებას ეხმაურება.
როგორც გიგი უგულავა ამბობს, რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან, პრემიერმა კი ხელები დაიბანა.
„ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა და ამით “პოგრომს” მწვანე აუნთო. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს.
დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.
გრცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ. ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით:
“რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს”, “არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს”,- ამბობს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.
შეგახსნებთ, წლების წინ გიგი უგულავა პატრიარქსი სტიქაროსანი იყო.
ასევე ნახეთ:























