
რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები, თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ „კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „რუსთავი 2”-ის ოპერატორს.
სოციალურ ქსელში, გავრცელდა ჩოხოსანთა ფოტოები. „პრაიმტაიმი“ ანსამბლ „სუხიშვილების“, „რუსთავის“ და „ერისიონის“ აღმასრულებელ დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებმაც აქციასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი დააფიქსირეს:
ხატია ეკიზაშვილი – ანსამბლ „სუხიშვილების“ აღმასრულებელი მენეჯერი: – „ამ ეტაზე, კონცერტები გვაქვს დაგეგმილი და ნამდვილად არ გვცალია. იმიტომ არა, რომ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ. გულწრფელად გეტყვით, რომ არ ვიცი ანსამბლის წევრების განწყობა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქვით მორბენალი არავინ იქნება.
რეპეტიციები გვაქვს გახურებული და საღამოს კონცერტი. სიმართლე გითხრათ, არც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები მინახავს. ამ სიცხეში ჩოხის ჩაცმა, საკმაოდ რთულია, საღამოს, კონცერტზე რომ აცვიათ, ისიც კი ძალიან რთულია.
საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემი მოცეკვავეები, რეპეტიციბზე დადიან და საღამოს კონცერტისთვის ემზადებიან,“ – ამბობს ეკიზაშვილი.
ფრიდონ სულაბერიძე – ანსამბლ „რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორი – „ჩემი ანსამბლის არცერთ წევრს არ მოწონს, რაც დღეს ხდება. ამიტომ ვიცი, რომ არავინ მიიღებდა მონაწილეობას. დაუშვებელია როგორც ჩემი და ანსამბლის წევრებისთვის, ასევე ყველა ქართველი კაცისთვის.
საქართველოში ასეთი რამე, არ უნდა ხდებოდეს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას ასეთი გამოსვლები. რა პარადი და რის აქცია. როგორც ვიცი „ჩოხოსნები“ ბევრნი არიან აქციაზე და მუდამ იქნებიან კიდეც. დღეს რეპეტიცია და მერე გადაღება გვქონდა. ასე, რომ ჩემი ბიჭებიდან, სავარაუდოდ, არავინ ყოფილა.
ოთარ ბლუაშვილი – ანსამბლ „ერისიონის“ აღმასრულებელი დირექტორი: – „100% -ით გიდასტურებთ, რომ ჩვენი ანსამბლის არცერთი წევრი არ იყოფება აქიაზე. ჩვენი გარდერობიც კი დაკეტილია. არცერთი ჩოხა, გარეთ არ გასულა. არც სურვილი გქონია მონაწილეობის, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს,“ – ამბობს ბლუაშვილი.























