16:04 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გირჩი“: უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობას არაფერი “აპრავებს“, არც ადამიანურია და არც ქრისტიანული

„გირჩი“: უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობას არაფერი “აპრავებს“, არც ადამიანურია და არც ქრისტიანული

პარტია „გირჩი“ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ისინი ყოველგვარ ძალადობას გმობენ.

 

„გირჩი, შექმნის დღიდან იმის ახსნას ცდილობს, რომ ნორმალური, ადამიანური და მორალური საზოგადოების აშენებისთვის საჭიროა მართლა მივხვდეთ, რომ ერთადერთი რამ, რაც “არ მოსულა“, არის ძალადობა.

 

ადამიანებს უფლებები არც გვენიჭება და არც გვერთმევა უმრავლესობის ნებითა და სურვილით. ვგმობთ ყველა სახის და ფორმის ძალადობას, მიუხედავად მოძალადის შეხედულებებისა, არგუმენტაციისა, მიზნებისა, განზრახვებისა თუ სიტუაციებისა.

 

უდანაშაულო, მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობას არაფერი “აპრავებს“, არც ადამიანურია და არც ქრისტიანული“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობა იყო – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X