17:01 | 2021-07-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

საელჩოები ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

საელჩოები ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

თბილისში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საქართველოში ევრვოკავშირის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

 

როგორც საერთო განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გმობენ ძალადობას, რომელიც რუსთაველზე დღეს მოხდა, ასევე ხმაურებიან ხელისუფლების მიერ ძალადობის ფაქტების არდაგმობას.

 

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით

 

ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტის მიმართ - ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები (ვიდეო)
2021-07-05სასტიკი ანგარიშსწორება ჟურნალისტის მიმართ - ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები (ვიდეო)

 

ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

 

მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ  “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “თბილისის პრაიდის“ მარში დღეს აღარ ჩატარდება.

 

ასევე ნახეთ – თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X