22:49 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად 53 ჟურნალისტზე იძალადეს – ქვეყნდება დაშავებულების სია

ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად 53 ჟურნალისტზე იძალადეს – ქვეყნდება დაშავებულების სია

ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლებმა მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოკორესპონდენტის ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მედიის წარმომადგენლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან საპატრულო ეკიპაჟებმა დაიხსნა. ისინი შედარებით მშვიდ ადგილას პატრულის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

 

ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დედაქალაქის ცენტრში განვითარებული მოვლენები.

 

სალომე ბოკუჩავა: ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა, აგრესიულები არიან ჟურნალისტების და კამერების მიმართ, ყველა არხის მიმართ, გვეუბნებიან რომ დავტოვოთ ტერიტორია, დაშავებულია რამდენიმე ჟურნალისტი დამტვრეულია კამერა, გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რამდენჯერმე გაწყვიტეს პოლიციის ჯაჭვი.. განსაკუთრებული აგრესიაა სასულიერო პირების მხრიდან.

 

თამარ ურუშაძე: კადრები, რაც ვნახეთ, იყო შოკისმომგვრელი. ბოლო პერიოდში ასეთი მასობრივი ძალადობა, ჩემი კოლეგები ესეთი დაუცველები არ მინახავს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ამაზე უნდა მოხდეს უმკაცრესი რეაგირება. ის პირობები, რაშიც ახლა მუშაობდით, ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია

 

მარიკა გოცირიძე: უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა ზურა მანაგაძე, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩემთან ერთად ზის. არ ვაპირებდით ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხო ადგილას მივყავართ. ამ ადამიანების აგრესია ჟურნალისტებზე გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან.

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები მედიის მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. კადრებში ჩანს, რომ მათ მიზანმიმართულად მოპედიც კი დააჯახა. სასტიკადაა ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ლევან ბრეგვაძე. ასევე დაშავდა ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

 

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ნიუ ჰოსპიტალსში“„პალიტრანიუსის“ ოპერატორს ოპერაცია ჩაუტარდა, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

 

ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა. დაშავებული არიან რადიო თავისუფლების კორესპონდენტები. ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორებს, ასევე სასტიკად ნაცემია ჟურნალისტი რატი წვერავა.

 

ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უერთდება საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმიც“. 

 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და ვანდალიზმის გამო გამოძიება დაიწყო.

 

 

ჟურნალისტების სია, რომლებიც დღევანდელ აქციაზე დაშავდნენ: 

 

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია

 

“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დათო ქორიძე

 

“რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი

 

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ​

 

On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე

 

“ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი დათუნა ახალაძე

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ანრი ჯოხარიძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

 

“მთავარი არხის” ოპერატორი თორნიკე ბარნაბიშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი

 

“ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა

 

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია ​

 

პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი

 

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი

 

“პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი

 

“გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი პერტია

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ზურა მანაგაძე

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ბექა ათაბეგაშვილი

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ​​ნიკოლოზ ურუშაძე

 

“ტვ პირველის” ჟურნალისტი გუგა მაისურაძე

 

“ფორმულას” ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე

 

“ფორმულას” ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი

 

„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი

 

“იმედის” ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი

 

“იმედის” ოპერატორი შოთა კირვალიშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია

 

“ფორმულას” ოპერატორი ლექსო ხომასურიძე

 

“ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე

 

“ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი

 

“ფორმულას” ოპერატორი ზაზა კაპანაძე

 

“ფორმულას” ოპერატორი გიორგი მაისაშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი

 

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული

 

“ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე

 

CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე

 

“მთავარი არხის” თაკო ლეკვეიშვილი

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან კალანდია

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X