
6 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები უცხო ენას აბარებენ. გამოცდების დროს სახალისო ისტორიების შესახებ ბევრჯერ გვსმენია.
Edu.aris.ge აქვეყნებს აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებიც გამოცდიდან ადრე გამოვიდნენ.
ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან ადრე მხოლოდ იმიტომ გამოვიდა, რომ მოშივდა. შემდეგ გამოცდაზე იგი საჭმლით მისვლას აპირებს.
„მომშივდა და ვიჩქარე გამოცდიდან გამოსვლა. ნერვიულობის გამო ვერ ვჭამე და მერე გამოცდაზე კი არა, ხინკალზე და მწვადზე ვფიქრობდი. ისე ცუდად არ დავწერე, მაგრამ დრო უნდა გამომეყენებინა ბოლომდე. შემდეგ გამოცდაზე საჭმლით მოვალ, შევჭამ და მერე შევალ“ – ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა 45 წუთში დატოვა.
ასევე ნახეთ:























