
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, გუშინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რამდენიმე წუთის წინ, უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა ვინმე ხატია ახალაიას პოსტი პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ.
პოსტის ავტორმა მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა, თუმცა ამბავი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ:























