01:59 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

გაგრაში ტრაგედია დატრიალდა – ტურისტი ქალი შვილებთან ერთად ზღვის დინებამ გაიტაცა

გაგრაში ტრაგედია დატრიალდა – ტურისტი ქალი შვილებთან ერთად ზღვის დინებამ გაიტაცა

მორიგი ტრაგედია გაგრაში, შავი ზღვის აკვატორიაში დატრიალდა. ტურისტი ქალი სანქტ-პეტერბურგიდან და მისი სამი შვილი ზღვის დინებამ წაიღო. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სიცრუეა ინფორმაცია პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ
2021-07-06სიცრუეა ინფორმაცია პოლონელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ

 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 38 წლის ტამარა მოლჩანოვა და 2013, 2016 და 2018 წელს დაბადებული მისი სამი შვილი, გაგრის რაიონის ერთ – ერთ სასტუმროში ისვენებდნენ.

 

პერსონალმა მათ კატეგორიულად აუკრძალა შტორმის დროს ზღვაში შესვლა, რადგან ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.

 

მიუხედავად გაფრთხილებისა, ქალი მაინც წავიდა შვილებთან ერთად მდინარე ბზიფის შესართავთან საცურაოდ.

 

ძლიერმა დინებამ კი ისინი ზღვაში გაიტაცა.

 

თვითმხილველებმა საგანგებოში დარეკეს. ადგილზე მაშველები მივიდნენ. მათ მოსვლამდე, ადგილობრივებმა და საკუთარი ძალებით შეძლეს ერთ – ერთი ბავშვის ამოყვანა.

 

ბავშვების დედა ტალღებმა გაიტაცა ზღვაში. დანარჩენი ორი ბავშვი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ამისთვის მათ კატერის მობილიზება დასჭირდათ, თუმცა, ერთ – ერთი მათგანი, 2018 წელს დაბადებული 3 წლის ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

უწყების ცნობით, 7 წლის გოგონას სოჭის საავადმყოფოში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. დედის ტამარა მოლჩანოვას საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე ინფორმაციით, წინა დღით გაგრაში კიდევ ერთი ტურისტი დაიღუპა, რომელიც შტორმის დროს შევიდა ზღვაში.

 

ავტორი: თეა შონია 

 

ავტორი: Prime Time

X