
მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
მისი თქმით, ანრისთან ერთად ბევრს დადის მანქანით.
„ამდენს, რამდენსაც ჩვენ დავდივართ, ვინ დადის კიდევ?“ – ამბობს ნინი.
რაზეც ანრი პასუხობს: „მე ვეჭვობ, წლის ბოლოს მაწანწალების დაფას შექმნიან და მე და შენ პირველები ვიქნებით გამოკრულები“.
„ძირითადად გვერევა გზა და სულ სადღაც მივყავარ“,- აგრძელებს ნინი, რომელზეც ანრი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ახლაც აერია გზა.
ნინის თქმით, გზის არევის გამო კარიერაში პრობლემები შეექმნა: „ამის გამო, დაახლოებით სამი კონცერტიდან ვარ მოხსნილი“. „მათ შორის მეც“ – აგრძელებს ანრი.























