
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 5 ივლისს პოლონელი ტურისტი დაჭრა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენელმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს. მამაკაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























