
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის სატელეფონო საუბარი, ვარლამ გოლეთიანთან.
„შენ რომ ამის მხარდასაჭერად ჩამოდიხარ, ხარ ფარისეველი, ძაან გული მწყდება, რომ ესე შევცდი ადამიანში“, – მიმართავს ის ვარლამ გოლეთიანს და „რიონის ხეობის მცველს“ იქვე მოუწოდებს ნახოს რა ხდება რუსთაველზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაორგანიზებულ აქციაზე.
ცნობისთვის: „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის მიზნით ორგანიზებული აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენელს. დაზარალდა 53 ჟურნალისტი და ოპერატორი.






















