15:56 | 2021-07-07 ავტორი: მარი ჯაფარიძე

განსხვავებული ორიენტაციის ახალგაზრდა ესპანეთში ცემით მოკლეს

განსხვავებული ორიენტაციის ახალგაზრდა ესპანეთში ცემით მოკლეს

ესპანური გამოცემა, clarin.com წერს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ: სამუელი 24 წლის იყო და მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდა. 3 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ ლა კორუნიაში მას მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა, როდესაც სამუელ ლუის მუნიზი მეგობართან ერთად დისკოთეკიდან მოდიოდა.

 

მამაკაცებმა ის სასტიკად სცემეს, დაჭრეს და როცა მიხვდნენ, რომ სამუელმა გონება დაკარგა, მიწაზე დაგდებული მიატოვეს. მეგობარმა სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ეს ამბავი სამართალდამცავებმა შეაფასეს, როგორც ჰომოფობიური შეტევა, რადგან თავდამსხმელები ცემის დროს მას ბინძურ გეის ეძახდნენ.

 

ამ დროისთვის დაკავებულია 13 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ადგილობრივი სათვალთვალო კამერებისა და მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების  საფუძველზე.

 

 

როგორ დაიწყო ყველაფერი:

 

ხუთშაბათს, 1 ივლისს, ათ-თვიანი კარანტინის შემდეგ, კლუბებში გართობა დილის სამ საათამდე განახლდა. ეს კარგი ამბავი იყო სამუელისთვის. 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი პანდემიის დროს მოხუცთა თავშესაფარში მედდად მუშაობდა და დასვენება მისთვის სასურველი იყო.

 

გაზეთი El Mundo წერს, რომ იმ ღამეს ის მეგობრებთან ერთად წავიდა მოდურ პაბში, – „ანდენში“. ისინი აქ მთელი ღამე დარჩნენ, 02:50 საათზე კი ის ლინასთან ერთად  მოსაწევად გავიდა. კარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდნენ და ლინას პარტნიორს, ვანესას სახალისო ვიდეო გადაუღეს. მათი ორი ​​მეგობარი ბარში დარჩა. ამ დროს მათ წინ ახალგაზრდა ვაჟმა და გოგონამ ჩაიარეს და მოსხოვეს სამუელს, რომ ვიდეოს გადაღება შეეჩერებინა. სამუელმა და ლინამ მაშინვე აუხსნეს, რომ მათ არ იღებდნენ, თუმცა, ვაჟი არ ჩერდებოდა – „ან შეწყვიტე ჩაწერა, ან მოგკლავ, პიდარასტო“, – დაუყვირა სამუელს და დაარტყა.

 

იქ მყოფმა ადამიანებმა მოჩხუბრები გააშველეს, აგრესორი წავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა 12 მამაკაცთან ერთად, რომლებიც სასტიკად გაუსწორდენენ ახალგაზრდას და თან დასძახოდნენ: „დამპალო პიდარასტო“!

 

როდესაც სასწრაფო დახმარების სამსახური მივიდა იმ ადგილზე, სადაც დაჭრილი სამუელი იყო, დაიწყეს რეანიმაციული მოქმედებები, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფომდე ცოცხალი მიიყვანეს, მაგრამ იქ გარდაიცვალა.

 

LGBTIQ პრაიდის თვეში, სამუელის წინააღმდეგ განხორციელებულმა დანაშაულმა საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მეტი აქტუალობა მოიპოვა, გამსაკუთრებით, სოცია;ურ ქსელში წამოწყებული კამპანიით, ჰეშთეგით #JusticiaParaSamuel.

გარდა ამისა, მთელ ესპანეთში დაიწყო გამოსვლები აგრესიის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში მომხდარ ჰომოფობიური ძალადობის სხვა ეპიზოდებს მიემატა.

 

წყარო: https://www.clarin.com

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X