16:02 | 2021-07-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ისევ მიწისძვრა და ისევ იმ ადგილზე – ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა გამეორდა

ისევ მიწისძვრა და ისევ იმ ადგილზე – ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა გამეორდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

 

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

„დღეს, თბილისის დროით 15:08 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დმანისის მუნიციპალიტეტში ეს რიგით მეოთხე მიწისძვრაა.

 

სეისმოლოგი თეა გოდოლაძემპრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, რატომ ფიქსირდება სოფელ სამებასთან ხშირად მიწისძვრა.

 

„ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.

 

დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X