
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
7 ივლისს, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, რატომ ფიქსირდება სოფელ სამებასთან ხშირად მიწისძვრა.
„ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.
დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.
ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓






















