
აჩიკო სოლოღაშვილის ინგლისური ბულდოგი ხუთ ლეკვს ელოდება. მსახიობი სოციალურ ქსელში ძაღლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ორსული ბულდოგი მისთვის კომფორტულ პოზაში წვება – “ლილიკოს მასტერკლასი ორსულებისთვის”…
მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ლეკვების გაყიდვა მოუწევს. მათ ჯიშიან წარმომავლობაზე კი, მათი იერის გარდა, პასპორტები ყვებიან.
აჩიკო სოლოღაშვილი: – ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ ხუთი ლეკვს ველოდებით. ბულდოგებს თავისით მშობიარობა უჭირთ, მენჯი არ ეხსნებათ და ჩვენი ლეკვები საკეისრო კვეთით უნდა დაიბადონ. ასე რომ, ივლისის ბოლოს მატება გვაქვს და ბაბუა ვხდები.

გუშინ აკეთა ეს ვარჯიშები. ამ პოზაში თვითონ დადგა, დეგენერატკაა. მოეწონა და დარჩა პოზაში. ერთმა გინეკოლოგმა დააკომენტარა – თირკმლის კოლიკის დროს ორსულებს ვურჩევთ “ძაღლის ამ პოზაში” ყოფნასო.
ალბათ, ლეკვების გაყიდვა მომიწევს. ჩემპიონების შვილები არიან, საგვარეულო ნუსხებით და პასპორტებით. ლილიკო საქართველოს ჩემპიონია, მეუღლეც გრანდჩემპიონი ჰყავს.






















