15:27 | 2021-07-08 ავტორი: Prime Time

მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის – ნათელაშვილი მიწისძვრებზე

მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის – ნათელაშვილი მიწისძვრებზე

ბოლო 24 საათში, საქართველოში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება:

 

„ეს გეოფიზიკურად ნიშნავს რომ მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის. იქნებ ახლა მაინც გამოიბერტყოს ყურები ბიუჯეტის კლიენტმა ხელისუფლებამ რათა შემაგრდეს ავარიული შენობები განსაკუთრებით თბილისის ძველ უბნებში. მკვეთრად დაზიანებული საცხოვრებლიდან ხალხი სასწრაფოდაა გასაყვანი“,- დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

„ამას დასცხა?“ - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეს 
2021-07-08„ამას დასცხა?“ - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეს 

 

 

სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, რატომ ფიქსირდება სოფელ სამებასთან ხშირად მიწისძვრა.

 

„ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.

 

დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

 

 

ასევე იხილეთ: ძლიერი ხანძარი გლდანში

 

 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X