00:04 | 2021-07-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

38 დღეში 1 115 მიწისძვრა მოხდა ჯავახეთის ვულკანურ ქედზე – თეა გოდოლაძე ეპიცენტრების რუკას აქვეყნებს

38 დღეში 1 115 მიწისძვრა მოხდა ჯავახეთის ვულკანურ ქედზე – თეა გოდოლაძე ეპიცენტრების რუკას აქვეყნებს

ჯავახეთის ვულკანურ ქედზე 38 დღეში 1 115 მიწისძვრა მოხდა, – წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე და ეპიცენტრების რუკას აქვეყნებს.

 

„ეს არის ბოლო 1 თვისა და 8 დღის განმავლობაში ჯავახეთის ვულკანურ ქედზე მომხდარი 1 115 მიწისძვრის ეპიცენტრის რუკა. ორი გააქტიურებული კერაა ქედზე დმანისთან და სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს. ფერები მაგნიტუდის მიხედვითაა. პატარა მიწისძვრებია“, – ვკითხულობთ სეისმოლოგის ფეისბუკ-პოსტში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X