17:33 | 2021-07-10 ავტორი: Prime Time

თაღლითური აპლიკაცია, რომელშიც მუსლიმი ქალების ფოტოები „გასაყიდად“ დადეს

თაღლითური აპლიკაცია, რომელშიც მუსლიმი ქალების ფოტოები „გასაყიდად“ დადეს

ათეულობით ინდოელმა მუსლიმმა ქალმა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა, რომ ისინი ონლაინ პლატფორმაზე “გასაყიდად” იყვნენ გატანილნი. ერთ-ერთი ქალი, რომელიც აპლიკაციაში „გასაყიდი“ ქალების სიაში მოხვდა, BBC-სთან საკუთარ შემთხვევას იხსენებს. 

 

როგორც ჰანა ხანი ყვება, ფოტოები მისი „ტვიტერიდან“ იყო აღებული.

 

„დაახლოებით 83 ქალის ფოტოები და სახელები ვნახე. სურათები ჩემი Twitter-ის ანგარიშიდან იყო აღებული. აპლიკაცია 20 დღის წინაა შექმნილი, ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა გავიგეთ“, – ამბობს დაზარალებული.

 

„Sulli Deals“ – ასეთია აპლიკაციის და ვებსაიტის სახელი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. საიტზე მომხმარებელს შეუძლია იხილოს ადამიანთა პერსონალური და პირადი მონაცემები, ფოტოები და სხვა.

 

აპლიკაცია ხალხს ფულის გადახდას სთავაზობდა იმაში, რომ ქალის სხეულის ნაწილები შეეფასებინათ და აღეწერათ სხვადასხვა სექსუალური სახის აქტები.

 

ჰანა ხანი ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები თავიანთი რელიგიის გამო შეარჩიეს.

 

„ეს მიზანმიმართული და დაგეგმილი თავდასხმა არის მცოდნე მუსლიმი ქალების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ და ისლამოფობიის წინააღმდეგ გამოდიან. ეს არის მცდელობა მათი გაჩუმებისა სივრცის წართმევისა“,- ამბობს ჰანა ხანი.

 

აპლიკაცია და ვებსაიტი თავიდან ბოლომდე თაღლითური სქემითაა შექმნილი და მთავარი მიზანი ადამიანების, დამცირებაა.

 

ფაქტზე  მსხვერპლმა ქალებმა საერჩელი შეიტანეს. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საქმზე აღძრეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოიძიება.

 

ავტორი: Prime Time

X