09:33 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

აქციის დროს დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

აქციის დროს დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

 

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი.

 

ცნობისთვის, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს კოლეგებს ამ დიდ ტრაგედიას.

 

ავტორი: Prime Time

X