
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს აქციაზე ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს დილით გარდაიცვალა..
ოპერატორი აქციის შემდეგ, იხსენებდა, როგორ წაართვეს და დაუმტვრიეს ტექნიკა.
„სირცხვილიას ოფისთან ჩამოვდიოდით, რა დროსაც ბრბო კიბეზე ამოდიოდა. ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით. ჯერ მირანდას (ჟურნალისტს) წვდნენ თმებში. არავის არაფერი არ უთქვამს, რატომ ხდებოდა. გინება წამოვიდა და ეგრევე დაგვარტყეს. აპარატურა წამართვეს. დაამტვრიეს,“ – ამბობდა ლექსო ლაშქარავა.






















