
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაიცვალების ფაქტს კოლეგები ეხმაურებიან. „ფორმულას“ ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში წერს:
“რა უნდა ვქნათ ან ვთქვათ, უბრალოდ ასე უნდა იცხოვრო, რომ ყველას კაცად დაამახსოვრდე! მშვიდობით ლექსო”,- წერს საჯაია.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს კოლეგებს ამ დიდ ტრაგედიას.






















