11:14 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„ეთერი რომ დამთავრდა პოლიციის ალყაში ვიყავით. აქ ვნახე ბოლოს. ჩემი ფეხი ისე შეიცხადა” – ვიკა ბუკია ლექსო ლაშქარავაზე

„ეთერი რომ დამთავრდა პოლიციის ალყაში ვიყავით. აქ ვნახე ბოლოს. ჩემი ფეხი ისე შეიცხადა” – ვიკა ბუკია ლექსო ლაშქარავაზე

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ეხმაურება.

 

„ეთერი რომ დამთავრდა პოლიციის ალყაში ვიყავით. ვერ მოითმინა და მოვიდა ჩვენთან. აქ ვნახე ბოლოს. ჩემი ფეხი ისე შეიცხადა – შემრცხვა. მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა ტაშით შევეგებეთ“,- წერს ვიკა ბუკია.

 

ცნობისთვის, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ასევე ნახეთ:

 

კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა

 

ავტორი: Prime Time

X