
წუხელ ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,სენამედში” გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის.
ავტორი: თეა შონია






















