12:48 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

პარლამენტთან 6 საათზე გამოვიდეთ!.. ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის გარეშე – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტთან 6 საათზე გამოვიდეთ!.. ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის გარეშე – თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი  საზოგადოებას „ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალები გამო დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

 

„საქართველოს ქართველებს აკვლევინებს! პარლამენტთან 6 საათზე გამოვიდეთ! მე დეპუტატი მოქალაქე თამარ ჩარკვიანი მოგიწოდებთ გამოვიდეთ ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდეთ! გამოდით გარეთ გამოდით!

 

კანონით და სამართლით დავიცვათ სახელმწიფო !ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის გარეშე! სიმშვიდით კანონით ძალადობის წინააღმდეგ!“,- წერს თაკო ჩარკვიანი.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X