13:12 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი – გახარია გარდაცვლილ ოპერატორზე

ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი – გახარია გარდაცვლილ ოპერატორზე

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

 

„მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი,“- წერს გიორგი გახარია.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X