
„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ:






















