15:22 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

თელავში, მრავალბინიან სახლებთან დახოცილი ძაღლები იპოვეს

თელავში, მრავალბინიან სახლებთან დახოცილი ძაღლები იპოვეს

თელავში, მრავალბინიან სახლებთან ძაღლები დახოცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

კორპუსთან მკვდარი ცხოველები, ერთ-ერთ დასახლებაში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნახა.

 

მას ყოველდღიურად ძაღლებთან საჭმელი მიჰქონდა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოსახლეობამ პოლიციას უკვე მიმართა.

 

„კორპუსში მიკედლებული გვყავს მიუსაფარი ძაღლები, ვაჭმევთ და არ არიან აგრესიულები. გუშინ, ორი საათისთვის, მთელმა კორპუსმა გაიგო გასროლის ხმა. დაუდგენელმა პირმა შეფარებული ორი ძაღლი იარაღის გასროლით მოკლა. დღეს გამოვიძახეთ პოლიცია”,- აცხადებენ ადგილობრივები.

 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა თელავში წლების განმავლობაში მოუგვარებელია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების თავშესაფარი გურჯაანში, უკვე აშენდა, პრობლემა დღემდე გადაუწყვეტელია.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X