
18.00 საათზე ყველა პარლამენტთან ჟურნალისტზე, ოპერატორზე, ახალგაზრდაზე, ქალზე და ზოგადად ადამიანზე ქუჩაში ჯოგურად ძალადობა რომ არ მოსულა – მაგაზე უნდა შევთანხმდეთ”,- ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვინც ასეთ რამეს ჩადის და ვინც ამას აორგანიზებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით – ყველა უნდა დაისაჯოს, გინდა პოჯაკი ეცვას, გინდა ანაფორა.
სამწუხაროდ ასეთი დაბალი ნიშნულიდან გვიწევს დაწყება 21-ე საუკუნეში დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ევროპულ არჩევანზე და უფრო რთულ თემებზე მერე ვიკამათოთ, მერე ვინც გინდათ, ის აირჩიეთ.
ჯერ ცხოველის მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ადამიანებად ვიქცეთ”,- წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.
ასევე ნახეთ:






















