16:39 | 2021-07-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამას თუ გაატარებს ქვეყანა, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს – თინა ხიდაშელი

ამას თუ გაატარებს ქვეყანა, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ტელეკომპანია „ტევე პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

 

ხიდაშელის თქმით, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

 

„ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს.

 

ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.

 

ნუ დაიჯერებთ იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა რაღაცები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.

 

მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარეში ვერ ამოგიდექით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი.

 

იმედი მაქვს მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!“

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X