19:23 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა“ – ლევან ვასაძის პირველი კომენტარი ოპერატორის გარდაცვალებაზე (ვიდეო)

„სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა“ – ლევან ვასაძის პირველი კომენტარი ოპერატორის გარდაცვალებაზე (ვიდეო)

რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ჩაწყნარებისკენ წავიდა ეს ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

 

„მინდა გულითადად მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო მის ოჯახს, მეგობრებს და ვთქვა, რომ რა თქმა უნდა მეც ვილოცებ მისი სულისათვის.

 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად სახელმწიფო დონეზე ზუსტად უნდა გაირკვეს რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას. რატომ დაიღუპა ის მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან გამოიწერა, სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა, თავისუფლად დადიოდა. რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ჩაწყნარებისკენ წავიდა ეს ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი.  რა დაემართა მას და რისგან გარდაიცვალა – ეს არის აუცილებელი და სახელმწიფომ ზუსტად უნდა დაადგინოს“, – ამბობს ლევან ვასაძე.

 

ნახეთ სრული ვიდეომიმართვა 

 

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X