
რუსთაველზე, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხვონით აქცია მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
როგორც მარგველაშვილი ამბობს, პოლიციელების მხრიდან ცხედრის წაყვანამ, მას არჩილ ტატუნაშვილის ამბავი გაახსენა.
„ადამიანმა ომი გამოიგონა, მაგრამ ამ ომშიც გამოიგონა კანონები. როცა გარდაცვლილი ბრძოლის ველზე რჩებოდა, ცხედრის გადაცემის კულტურა იყო. როცა ცხედარს ოჯახს არ გადასცემ – მხოლოდ მეორე შემთხვევა მახსენდება არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, როცა ოკუპანტები შეურაცხმყოფელად მოიქცნენ.
ცხედრის გატაცების სპეცოპერაცია ჩაატარეს. რა მორალია, რა ადამიანობაა, რა ხალხთან გვაქვს საქმე. არ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, დასავლეთზე. ვიღაცას ხომ თავში მოუვიდა, შევარდნილიყო დედასთან, რომელიც შვილს დასტიროდა და ცხედარი გაეტაცებინა“,– თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ:






















