00:06 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა – შალვა პაპუაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა – შალვა პაპუაშვილი

დაკავებული არის 20-მდე ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ეს პროცესი იყო პირველი ივლისიდან დაწყებული 6 ივლისს დამთავრებული. ჩვენ ვნახეთ, რომ დაანონსებული იყო აქციები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არ ყოფილიყო ინციდენტი. პირველში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, სამშიც და ექვსშიც.

 

5 ივლისს აქცია დაანონსებული იყო საღამოს 5 საათზე. ეს ძალადობა რაც მოხდა ჟურნალისტებზე მოხდა 6 საათით ადრე, ვიდრე ეს იყო დაანონსებული.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა. იყო 20 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ამის მართვა რთულია“, – შალვა პაპუაშვილი.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ამავე თემაზე:

 

 

ავტორი: Prime Time

X