
თიბისი ბანკმა 10,000 სწრაფი ტესტი შეიძინა – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„თიბისიმ, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში COVID19-ის 10,000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
ტესტები უახლოეს დღეებში იქნება საქართველოში და ჩამოსვლისთანავე გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს“, – წერია ბანკის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ბანკმა 20,000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ორივე ბანკი ტესტებს ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს.






















