14:49 | 2021-07-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ერთ დღეში შეუძლიათ მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის – უჩა ნანუაშვილი ლაშქარავას საქმეზე

ერთ დღეში შეუძლიათ მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის – უჩა ნანუაშვილი ლაშქარავას საქმეზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი უჩა ნანუაშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება.

 

როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის.

 

„ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი:

 

– სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;

 

– თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის, უბრალოდ არაა ამის სურვილი;

 

– თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ „ეძებდნენ“ 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;

 

– იციან სად იყიდება ნარკოტიკები, ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;

 

– ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;

 

– ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;

 

შსს-მ ახალი კადრები გაასაჯაროვა, სადაც, მათი თქმით, ლექსო ლაშქარავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს
2021-07-11შსს-მ ახალი კადრები გაასაჯაროვა, სადაც, მათი თქმით, ლექსო ლაშქარავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს

 

– კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;

 

– მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;

 

– ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;

 

– ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;

 

– ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.

 

რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი”, – წერს უჩა ნანუაშვილი საკუთარ ფეისბუკპოსტში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X